Thumbnail

პირველი შავკანიანი ქალი, რომლის სახელობის გიტარაც Fender-მა გამოუშვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელი მუსიკოსი, გაბრიელა უილსონი, ფსევდონიმით H.E.R., პირველი შავკანიანი ქალი არტისტი გახდა, რომლის სახელობის გიტარა ცნობილმა კომპანიამ Fender ჩაუშვა გაყიდვაში. Stratocaster-ის მოდელის ინსტრუმენტით შემსრულებელმა პირველად 20 სექტემბერს, ემის დაჯილდოების ცერემონიაზე დაუკრა. Fender H.E.R. Signature Stratocaster-ის შეძენა ამ ვებგვერდზე შეგიძლიათ. მისი ღირებულება $1,099 გახლავთ.

ნახეთ: H.E.R - I Can’t Breathe

აღსანიშნავია, რომ გიტარის დიზაინზე თავად მუსიკოსმაც იმუშავა. ინსტრუმენტის უკანა მხარეს H.E.R.-ის მიერ შექმნილი არტვორქი ამოტვიფრეს.

"მამაჩემმა გიტარაზე დაკვრა სწორედ Stratocaster-ის მოდელის ინსტრუმენტზე მასწავლა. იმედი მაქვს, ახალგაზრდა არტისტებისთვის ეს გიტარა შთაგონების წყარო გახდება და მისი მეშვეობით არაჩვეულებრივ მუსიკას შექმნიან", - ამბობს H.E.R.

გაბრიელა უილსონმა შემოქმედებითი კარიერა 2009 წელს დაიწყო. რამდენიმე EP-ის გავრცელების შემდეგ, 2017 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი H.E.R. გამოსცა. 2019 წელს მან საუკეთესო არენბი ალბომისა და საუკეთესო არენბი პერფორმანსის კატეგორიაში გრემის ჯილდოები მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული