Thumbnail

ნახეთ: Polo G-მ ჯიმი ფელონის შოუში კომპოზიცია Martin & Gina შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ჩიკაგოელი რეპერი Polo G ჯიმი ფელონის ღამის შოუს ესტუმრა. ჰიპ ჰოპ არტისტმა გადაცემაში ბოლო ალბომში The Goat შესული კომპოზიცია Martin & Gina შეასრულა. მუსიკოსმა რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი მიმდინარე წლის 15 მაისს გამოაქვეყნა.

მოუსმინეთ: Murda Beatz - Doors Unlocked Ft. Ty Dolla $ign & Polo G

ტაურუს ტრემანი ბარტლეტმა შემოქმედებითი კარიერა 2016 წელს დაიწყო. სამი წლის შემდეგ მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Die a Legend გაავრცელა. 2020 წელს კი არტისტმა რიგით მეორე ჩანაწერი The Goat გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული