Thumbnail

Cardi B პასუხობს ბრალდებას, რომ Offset-ს ყურადღების მისაქცევად შორდება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ქარდი ბი, ინსტაგრამზე პირდაპირი ჩართვისას, ზოგიერთი ბლოგერის მხრიდან გამოთქმულ ვარაუდს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შორდება ქმარს, რეპერ Offset-ს. მუსიკოსის თქმით, ერთ-ერთი მათგანი ამტკიცებს, რომ შემსრულებელი ამით ყურადღების მიქცევას ცდილობს, რათა ბრაზილიელი პოპვარსკვლავის, Anitta-ს კომპოზიციის Me Gusta გაყიდვებს შეუწყოს ხელი. აღსანიშნავია, რომ ტრეკში ის თავად მონაწილეობს პუერტორიკოელ რეპერ მაიკ თაუერსთან ერთად.

ნახეთ: Anitta - Me Gusta Ft. Cardi B & Myke Towers

"ცრემლიც არ ჩამომვარდნია" - Cardi B-მ რეპერ Offset-თან განქორწინებაზე პირველად ისაუბრა

Cardi B: გამომძიებელი დავიქირავე, რადგან ვიღაცამ ჩემი სახლის მისამართი გაასაჯაროვა

"ჩემ შესახებ გამოგონილ აბსურდულ ჭორს მინდა, გამოვეხმაურო. ერთ-ერთი ბლოგერი ამტკიცებს, რომ განქორწინება ხალხის ყურადღების მისაქცევად გადავწყვიტე. ის რა, მართლა ფიქრობს, რომ ამის გამო ვაპირებ ადვოკატს წყეული 20 000 დოლარი გადავუხადო? ამბობენ - "სასაცილოა, რომ ქარდი ზუსტად იმ დროს შორდება ქმარს, როცა Me Gusta-ს ჩაწერაზე შეთავაზება მიიღოო". პირველ რიგში, ეს ჩემი ნამუშევარიც კი არ არის, ანიტას სიმღერაა. ასე რომ, ამ ტრეკის შემოსავლების დიდ ნაწილს მე არ მივიღებ. ამასთან, ოფსეტის დედასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მართლა გგონიათ, რომ მის შვილს ამას ყურადღების მისაქცევად გავუკეთებდი? მაინც რაში მჭირდება ყურადღება? რა, ვერ ხედავთ, რომ ისედაც მილიონობით გამომწერი მყავს სოციალურ ქსელებში? არც ის გაგიგიათ, რომ მსოფლიოს ჩარტებში ჩემი კომპოზიცია WAP პირველ პოზიციაზეა? მეტი ყურადღება რაღაში უნდა მჭირდებოდეს?", - ამბობს ქარდი ვიდეოში.

ზოგიერთმა ინტერნეტმომხმარებელმა ქარდის გადაწყვეტილების შესახებ ვარაუდი მას შემდეგ გამოთქვა, რაც გასულ კვირას რეპერმა უარყო დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს Offset-მა კიდევ ერთხელ უღალატა.

"მომბეზრდა. არ მიყვარს რაღაცების მოგონება, რომ კარგად გავიყიდო. ვერ გამიგია, რატომ ფიქრობს ხალხი, რომ განქორწინებისთვის მაინცდამაინც რაიმე კონკრეტული საშინელი მიზეზი უნდა არსებობდეს. ხანდახან ადამიანები, უბრალოდ, სხვადასხვა გზით მიდიან, სხვადასხვანაირად ვითარდებიან. ამ კაცთან 4 წლის განმავლობაში ვიცხოვრე. მასთან მყავს შვილი. უბრალოდ, იღლები მუდმივი კამათით და შერიგებებით. და მანამ რაიმე ცუდი მოხდება, შორდები - მანამ გიღალატებენ", - ამბობდა მაშინ ქარდი.

ქარდიმ და ოფსეტმა 2017 წლის სექტემბერში იქორწინეს. მათ შარშან საერთო შვილი, ქალჩერი შეეძინათ. 2018 წლის დეკემბერში მუსიკოსმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ქმარს ღალატის გამო შორდებოდა. 2019 წლის თებერვალში, ოფსეტის მრავალი მცდელობის შემდეგ, წყვილი შერიგდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული