Thumbnail

ბრიუს სპრინგსტინი: ახალი ალბომი თაყვანისმცემლის მიერ ნაჩუქარი გიტარით ჩავწერე

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა, ბრიუს სპრინგსტინმა გამოცემა Rolling Stone-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ახალი ალბომი Letter to You, რომელიც ოქტომბერში გამოიცემა, თავისი იტალიელი თაყვანისმცემლის მიერ ნაჩუქარი გიტარის გამოყენებით ჩაწერა.

ნახეთ: ბრიუს სპრინგსტინის 5 რჩეული სიმღერა საკუთარი შემოქმედებიდან

ბრიუს სპრინგტინი 2009 წელს ლონდონში გამართული კონცერტის ჩანაწერს ავრცელებს

"ნიუ იორკში კონცერტის გამართვის შემდეგ, ჩემთან ერთ-ერთი თაყვანისმცემელი მოვიდა და გიტარა მაჩუქა. მადლობა გადავუხადე. არაჩვეულებრივი ინსტრუმენტი აღმოჩნდა და მანქანაში შევინახე. ამ გიტარამ არნახული ენერგია, ძალა და შთაგონება მომცა. ახალი ალბომის კომპოზიციებზე მუშაობისას სწორედ ის გამოვიყენე. სახლში სხვადასხვა ოთახში დავდიოდი და დღეში თითო სიმღერას ვწერდი. ამ ნამუშევრებს საბოლოო სახე სტუდიაში მივეცი. ალბომზე მუშაობა, ფაქტობრივად, 5 დღეში დავასრულე. ეს ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო გამოცდილება იყო, რაც კარიერაში მქონია", - ამბობს სპრინგსტინი.

ბრიუს სპრინგსტინმა შემოქმედებითი კარიერა 1964 წელს დაიწყო. 1973 წელს როკ მუსიკოსმა სადებიუტო ნამუშევარი Greetings from Asbury Park, N.J. გაავრცელა. ამის შემდეგ მან 19 სტუდიური და 6 ლაივ ალბომი გამოსცა. 20 გრემის, 2 ოქროს გლობუსისა და ოსკარის მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 135 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული