Thumbnail

Conway The Machine: მუსიკამ გადამარჩინა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ბუფალოელი ემსი, დიმონდ ფრაისი, ფსევდონიმით Conway The Machine, ახალგავრცელებული ალბომის From King To A GOD პრომოუშენს განაგრძობს. რეპერი ამჯერად რადიოგადაცემის Ebro In The Morning სტუმარი გახლდათ. ინტერვიუს მიმდინარეობისას, ჰიპ ჰოპ გაერთიანება "გრიზელდას" წევრმა, რომელიც შემოქმედებითი მოღვაწეობის დაწყებამდე თავს ნარკოვაჭრობით ირჩენდა, აღნიშნა, რომ ის მუსიკამ გადაარჩინა.

ნახეთ: Conway The Machine გადაცემაში Tiny Desk Concert

ნახეთ: Conway და Method Man კლიპში Lemon

"მუსიკამ გადამარჩინა. ბუფალოში დამწყები არტისტისთვის საკმარისი რესურსი არასდროს გვქონდა. თუმცა, ბიჭებმა ბოლო კაპიკებით ხმის ჩამწერი სტუდია დავაფუძნეთ. მას მხოლოდ კომპოზიციებზე სამუშაოდ არ ვიყენებდით. სტუდია ჩვენთვის თავშესაფარიც იყო, რომლის საშუალებითაც ქუჩაში შექმნილ შესაძლო საფრთხეებს ვირიდებდით. რომ არა რეპი, წარმოდგენა არ მაქვს, ახლა სად ვიქნებოდი", - განაცხადა მუსიკოსმა.

ქანვეი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. ამავე წელს მან საკუთარ ძმასთან, ვესთსაიდ განთან ერთად ნიუ იორკის შტატში, ქალაქ ბუფალოში გაერთიანება Griselda Records ჩამოაყალიბა. 2012 წელს რეპერი თავისა და ყელის არეში დაჭრეს, რამაც მის მეტყველების უნარს კვალი დაატყო. თუმცა, შემთხვევა ქანვეიმ სათავისოდ გამოიყენა და დღეს ის ერთ-ერთი გამორჩეული ფლოუს ავტორია. 2017 წელს შემსრულებელი ლეგენდარული ემინემის მიერ დაარსებული ლეიბლის წევრი Shady Records გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული