Thumbnail

ბრიტანული ბენდი Bastille ტექსტურ ვიდეორგოლთან ერთად ახალ კომპოზიციას Survivin ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების მომავალ, რიგით მეოთხე ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომლის დეტალებიც ამ ეტაპზე უცნობია.

"ბასტილი" დენ სმიტმა 2010 წელს სოლო პროექტის სახით ჩამოაყალიბა, მოგვიანებით კი მას 3 წევრი დაემატა. კოლექტივმა წარმატებას სადებიუტო ალბომის გამოსვლისთანავე მიაღწია. მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ნამუშევრის 3 მილიონამდე ეგზემპლარი გაიყიდა. არტისტების მუსიკალური მიმართულება ალტერნატიულ როკსა და სინთპოპს მოიცავს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული