Thumbnail

ნიკ ქეივი განმარტავს, რას ნიშნავს მისთვის თავისუფლება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულ ავსტრალიელ მუსიკოს ნიკ ქეივს ბელგიელმა თაყვანისმცემელმა, სახელად ტიმმა ვებგვერდზე The Red Hand Files, რომელსაც არტისტი უკვე ორი წელია, მსმენელებთან კომუნიკაციისთვის იყენებს, ჰკითხა, როგორ თრგუნავს საკუთარ თავში შიშებს.

ნახეთ: ნიკ ქეივმა კორდენის შოუში T. Rex-ის კომპოზიცია Cosmic Dancer შეასრულა

ნიკ ქეივმა ონლაინ მაღაზია Cave Things გახსნა

ნიკ ქეივმა მისწერა თაყვანისმცემლებს, რომლებმაც, მის მსგავსად, შვილები დაკარგეს

"ნინა სიმონემ ერთხელ თქვა - თავისუფლება ნიშნავს, არაფრის გეშინოდესო. მანვე გაამხილა, რომ ასე ზოგჯერ სცენაზე გრძნობდა თავს. შენ როგორ აღწევ თავს შიშებს?

კითხვის პასუხად ქეივმა განმარტა, ზოგადად, რაში მდგომარეობს მისთვის თავისუფლება.

"ჩემთვის თავისუფლება არის უნარი, არ იფიქრო შედეგებზე. ასე რომ, ნინა სიმონეს ვეთანხმები, ეს შიშებისგან დაცლას ნიშნავს. დღეს ყველას რთული, პრობლემებით სავსე პერიოდი უდგას, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მედიტაციამ, შვილის დაკარგვამ და იმ ფაქტმაც კი, რომ თანდათან ვბერდები, ცხორებაში იმ ეტაპამდე მიმიყვანა, როცა შედეგები ისე აღარ მთრგუნავს, როგორც მანამდე. დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ იმას, რაც დღეს ხდება. ისეთი განცდა მაქვს, რომ თუ ჩემს თავთან მართალი ვიქნები და საკუთარ ინტუიციას მივყვები, თუ შევწყვეტ შედეგებზე ფიქრს, ყველაფერი კარგად იქნება.

შემოქმედებითი თვალსაზრისით, იმას ვუკრავ, რისი დაკვრაც მინდა; იმას ვამბობ, რისი თქმაც მინდა. დაე, დანარჩენი მოხდეს, როგორც მოსახდენია. ესეც ერთგვარი თავისუფლებაა. სამყარომ ყველაზე ძლიერი დარტყმა მომაყენა, მე კი ჯერ კიდევ არ გავმტყდარვარ. ჩემს გაძლიერებაში ამ ვებგვერდმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

მადლობა მათ, ვინც დედაჩემის გარდაცვალების გამო მომისამძიმრეს. მის ჩინებულ სიტყვებს გავიხსენებ - არავის წინაშე დახარო თავიო. საუკეთესო ადამიანი იყო", - დაწერა არტისტმა, რომელსაც დედა, დან ქეივი 15 სექტემბერს, 93 წლის ასაკში გარდაეცვალა.

მუსიკოსი, მწერალი და სცენარისტი, ნიკოლას ედვარდ ქეივი ავსტრალიის ქალაქ ვარაკანაბილში 1957 წლის 22 სექტემბერს დაიბადა. ჯგუფების Boys Next Door, The Birthday Party, Nick Cave and the Bad Seeds და Grindermen დამაარსებელს, პოპულარობა სიმღერებმა Into My Arms, Red Right Hand, The Ship Song, Do You Love Me? მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული