Thumbnail

ამერიკელი მუსიკოსი Lydia Loveless ახალ კომპოზიციას September და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. ჩანაწერში პანკ როკ შემსრულებელი ლორა ჯეინ გრეისი მონაწილეობს. სინგლი ლიდიას მომავალ ალბომში Daughter შევა, რომელიც 25 სექტემბერს გამოიცემა.

ლიდია ანკრომმა, სასცენო სახელით Lydia Loveless, მუსიკალური კარიერა 2008 წელს დაიწყო. ორი წლის შემდეგ არტისტმა სადებიუტო ალბომი The Only Man გაავრცელა. ლიდიას ამ დრომდე 4 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. მისი შემოქმედება პოპს, ქანთრის, ჰონკი ტონკსა და პანკ როკს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული