Thumbnail

ნახეთ: ჯასტინ ბიბერი კლიპზე Holy მუშაობის კადრებს ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელი პოპვარსკვლავი, ჯასტინ ბიბერი ახალგავრცელებულ კლიპზე Holy მუშაობის ამსახველ კადრებს ავრცელებს. ათწუთიან ვიდეოში მუსიკოსთან, მოწვეულ მსახიობებთან და გადამღებ პერსონალთან ერთად, ცნობილი ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტი Chance The Rapper ჩანს, რომელიც კომპოზიციაში ჯასტინთან ერთად მონაწილეობს.

ნახეთ: Justin Bieber - Holy Ft. Chance The Rapper

ჯასტინ ბიბერი: მინდა, რომ ჩემში ეგოიზმი დავძლიო, კარგი ქმარი და მამა ვიყო

"Chance The Rapper ჩემი ახლო მეგობარია, ძმებივით ვართ. ვკითხე, თუ სურდა, რომ ამ სიმღერაში თავისი სათქმელი ეთქვა, რაზეც სიამოვნებით დამთანხმდა", - აღნიშნა ბიბერმა.

ჯასტინის თქმით, კლიპის თემატიკა იმ სიტუაციას ესადაგება, რომელიც დღეს მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო შეიქმნა.

"დღეს მსოფლიოში ბევრი სირთულე, ტკივილი და უიმედობაა, უამრავი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე. ამიტომ ამ კლიპზე მუშაობა სიმბოლური იყო", - ამბობს მუსიკოსი.

ეს პირველი სინგლია, რომელიც ჯასტინმა რიგით მეხუთე ალბომის Changes გამოცემის შემდეგ გამოაქვეყნა.

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო.150 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself, Sorry და Baby მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული