Thumbnail

ნახეთ: Nine Inch Nails-მა პანდემიასთან დაკავშირებული მაისურები გამოუშვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ამერიკულმა ჯგუფმა Nine Inch Nails გაყიდვაში 5 ახალი დიზაინის მქონე მაისური შეზღუდული რაოდენობით ჩაუშვა. სამოსზე მუსიკოსების ძველი კომპოზიციების დასახელებები და ტექსტებია დატანილი, რომლებიც კორონავირუსის პანდემიას ეხმიანება. მაგალითად, სიმღერიდან Shit Mirror აღებულია მონაკვეთი: New World, New Times, Mutation, Feels Alright (ახალი მსოფლიო, ახალი დროება, მუტაცია, კარგი შეგრძნებაა), ტრეკიდან Everyday Is Exactly the Same (ყოველი დღე ზუსტად ერთი და იგივეა) კი სახელწოდება.

მოუსმინეთ: Nine Inch Nails ინსტრუმენტულ ალბომს Ghosts V-VI ავრცელებს

მაისურების შეძენა ბენდის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი. თითოეული მათგანის ღირებულება 25 აშშ დოლარს შეადგენს.

ვოკალისტმა და კომპოზიტორმა, ტრენტ რეზნორმა Nine Inch Nails 1988 წელს დააარსა. ინდასტრიალ ჯგუფის კარიერა ოც მილიონამდე გაყიდულ ალბომსა და ისეთ არტისტებთან თანამშრომლობას მოიცავს, როგორებიც არიან: დევიდ ბოუი, მერილინ მენსონი და სხვები. ბენდს გრემის პრესტიული ჯილდო ორჯერ აქვს მოპოვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული