Thumbnail

Tekashi 6ix9ine: ჩემს თითოეულ პარიკში $15 000-ს ვიხდი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ტეკაში სიქსნაინი საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ საზოგადოების წინაშე ხშირად ჩნდება ფერადი პარიკებით. როგორც მუსიკოსმა ონლაინ პლატფორმა The Shade Room-თან ინტერვიუში აღნიშნა, თითოეული მათგანის დამზადებასა და დამაგრებაში თავის სტილისტს, ჯონათან რაითს 15 000 დოლარს უხდის.

Cardi B-ზე გაკეთებული კომენტარის გამო Tekashi 6ix9ine-მა კრიტიკა დაიმსახურა

Tekashi 6ix9ine იხსენებს, როგორ ატარებდა დროს ციხეში

"ჯონათანი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სტილისტია, მას ყოველ ჯერზე სადღაც 15 000-ს ვუხდი", - ამბობს ტეკაში.

მანამ პარიკების მოხმარებას დაიწყებდა, რეპერი თმას იღებავდა. როგორც მისმა სტილისტმა გამოცემა Page Six-ს განუცხადა, სწორედ მან შეძლო არტისტის დარწმუნება, რომ ხელოვნური თმის ტარება მისთვის უფრო მოსახერხებელი იქნებოდა. ჯონათანის თქმით, ტეკაშიმ პარიკი პირველად ვიდეორგოლის TROLLZ გადაღებებზე მოირგო, რომელშიც ცნობილ ჰიპ ჰოპ არტისტ ნიკი მინაჟთან ერთად მონაწილეობს.

"ტეკაში ჩემ წინ იჯდა და ვუთხარი, პარიკი უნდა გაგიკეთო-მეთქი. მიპასუხა, გაჩერდი, თავზე მაგას ვერ დამადებო. მგონი, ეს ის დღე იყო, როცა ნიკისთან ერთად TROLLZ გადაიღო. ვუთხარი, გპირდები, როკ ვარსკვლავს დაგამსგავსებ-მეთქი. მას კი ეგონა, რომ ოინს ვუწყობდი... პარიკი მართლაც ძალიან მოუხდა. ხალხი მოგბაძავს-მეთქი. რატომ არ უნდა ყოფილიყო პირველი რეპ შემსრულებელი, ვინც ამას გააკეთებდა?", - აღნიშნა რეპერის სტილისტმა.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული