Thumbnail

მოუსმინეთ: სუპერჯგუფი Spillage Village ალბომს Spilligion ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ატლანტური სუპერჯგუფი Spillage Village მსმენელს ახალ ალბომს Spilligion სთავაზობს. სამხრეთელი მუსიკოსების სტუდიური ნამუშევარი 12 კომპოზიციას, მათ შორის სინგლს Baptize მოიცავს. კოლექტივმა ჩანაწერის ფარგლებში ითანამშრომლა კოლეგებთან: Ant Clemons, Ari Lennox, Buddy, Chance The Rapper, Masego, Lucky Daye და Big Rube.

ნახეთ: Spillage Village – End Of Daze

Spillage Village აღმოსავლეთ ატლანტაში ჰიპ ჰოპ დუეტმა EarthGang ჩამოაყალიბა. მათთან ერთად კოლექტივში J.I.D, Hollywood JB, JurdanBryant, Mereba, 6LACK, Deante' Hitchcock და Benji წევრიანდებიან. გაერთიანებამ მსმენელს დღემდე 4 ალბომი შესთავაზა. 2016 წელს სუპერჯგუფი გავლენიანი ჰიპ ჰოპ არტისტის, ჯერმეინ ქოულის ლეიბლს Dreamville შეუერთდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული