Thumbnail

მოუსმინეთ: Blood Orange-მა Tame Impala-ს სიმღერის Borderline რემიქსი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანელი მუსიკოსი, დევ ჰაინსი, სასცენო სახელით Blood Orange, ავსტრალიელი არტისტის, კევინ პარკერის, პროექტით Tame Impala, კომპოზიციის Borderline რემიქს ვერსიას ავრცელებს. სინგლი თეიმ იმპალას ბოლო ალბომში The Slow Rush შედის, რომელიც თებერვალში გამოქვეყნდა.

ნახეთ: Blood Orange & Park Hye Jin - Call Me (Freestyle)

ნახეთ: Tame Impala-მ ფელონის ღამის შოუში კომპოზიცია Borderline შეასრულა

დევ ჰაინსმა მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. ორი წლის განმავლობაში ის ჯგუფში Test Icicles მოღვაწეობდა. არტისტის სოლო შემოქმედება 4 სტუდიურ ალბომს აერთიანებს, რომელთაგანაც გამორჩეული 2018 წლის ჩანაწერი Negro Swan გახლავთ. მას ისეთ არტისტებთან ერთად უმუშავია, როგორებიც არიან: P. Diddy, ASAP Rocky, The Chemical Brothers და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული