Thumbnail

ნახეთ: Metallica-ს წევრებმა ბეისბოლის მატჩის დაწყებამდე აშშ-ის ჰიმნი შეასრულეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბეისბოლის გუნდების, The San Francisco Giants-ისა და The Colorado Rockies-ის შეხვედრა ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Metallica-ს წევრების, ჯეიმს ჰეტფილდისა და კირკ ჰემეტის მიერ შესრულებული ეროვნული ჰიმნით The Star-Spangled Banner გაიხსნა. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო მუსიკოსების პერფორმანსი მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზე აჩვენეს.

ნახეთ: Metallica-მ 2011 წელს ნიუ იორკში გამართული კონცერტის ჩანაწერი გაავრცელა

"მეტალიკა" ლოს ანჯელესში 1981 წელს ჩამოყალიბდა. 9 გრემის მფლობელ კოლექტივს კარიერის განმავლობაში 125 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. ბენდს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Nothing Else Matters, The Unforgiven და Enter Sandman მოუტანა. 2009 წელს ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული