Thumbnail

გთავაზობთ 2020 წლის სექტემბერში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას:

10. New Order - Be a Rebel

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა New Order ახალი კომპოზიცია Be а Rebel გაავრცელა. ეს პირველი სინგლია, რომელიც კოლექტივმა ხუთწლიანი პაუზის შემდეგ გამოუშვა. მუსიკოსებმა სიმღერა 2015 წელს გამოცემულ, რიგით მეათე სტუდიურ ალბომზე Music Complete მუშაობის პერიოდში შექმნეს.

9. Busta Rhymes - YUUUU ft. Anderson .Paak

ვეტერანმა ბრუკლინელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ბასთა რაიმსმა ახალი კომპოზიცია YUUUU და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ჩანაწერში გრემის მფლობელი კალიფორნიელი მუსიკოსი, ანდერსონ ფექი მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერიც სწორედ ეს უკანასკნელი გახლავთ. ნამუშევარი ბასთა რაიმსის მომავალ ალბომში E.L.E. 2: The Wrath of God შევა, რომელიც მიმდინარე წელს გამოიცემა.

8. Fleet Foxes - Quiet Air / Gioia

ამერიკულმა ინდი ფოლკ ჯგუფმა Fleet Foxes ახალი კომპოზიცია Quiet Air / Gioia გამოსცა. ჩანაწერი ბენდის ბოლო ალბომში Shore არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 22 სექტემბერს ჩაეშვა.

7. Dlina Volny - Whatever Happens Next

ბელარუსულმა პოსტ პანკ ჯგუფმა Dlina Volny ახალი კომპოზიცია Whatever Happens Next გაავრცელა. ამ ნამუშევრით კოლექტივი სამშობლოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ დემონსტრანტებს მხარდაჭერას უცხადებს.

6. The Avalanches - Take Care in Your Dreaming ft. Denzel Curry, Sampa the Great & Tricky

ავსტრალიურმა ჯგუფმა The Avalanches ახალი კომპოზიცია Take Care In Your Dreaming და მასზე შექმნილი ვიზუალურ ნამუშევარი გაავრცელა. ტრეკში ცნობილი მუსიკოსები Sampa the Great, თრიქი და დენზელ კარი მონაწილეობენ. სინგლი ბენდის მომავალ ალბომში We Will Always Love You შევა, რომელიც 11 დეკემბერს გამოიცემა.

5. A Certain Ratio - Berlin

ცნობილმა ბრიტანულმა ჯგუფმა A Certain Ratio ახალი კომპოზიცია Berlin და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ტრეკი ბენდის ალბომში ACR Loco შევიდა, რომელიც გაყიდვაში 25 სექტემბერს ჩაეშვა. ვიდეორგოლის ავტორი რეჟისორი ამარანტა ვილიარეალი გახლავთ.

4. Gorillaz - Strange Timez ft. Robert Smith

ბრიტანულმა პროექტმა Gorillaz ახალი სიმღერა Strange Timez და მასზე შექმნილი მუსიკალური ვიდეო გაავრცელა. კომპოზიციაში ლეგენდარული კოლექტივის The Cure ფრონტმენი, რობერტ სმიტი მონაწილეობს. ნამუშევარი "გორილაზის" კომპილაციურ ალბომში Song Machine იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 20 ოქტომბერს ჩაეშვება.

3. La Femme - Paradigme

ფრანგულმა ჯგუფმა La Femme ახალი კომპოზიცია Paradigme და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სინგლი კოლექტივის რიგით მესამე ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2020 წლის ბოლომდე გამოიცემა.

2. KayaKata - Malina

პოპულარულმა ქართულმა ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ გაერთიანებამ KayaKata ახალი კომპოზიცია Malina გამოუშვა. ტრეკის პროდიუსერი ტრადიციულად ამავე კოლექტივის წევრი SABANADZE გახლავთ.

1. Action Bronson - Vega

ქუინსელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ექშნ ბრონსონმა ახალი კომპოზიცია Vega გაავრცელა. ტრეკის პროდიუსერი DJ Muggs გახლავთ. ნამუშევარი ბრონსონის ახალ ალბომში Only for Dolphins არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 25 სექტემბერს ჩაეშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული