Thumbnail

ფლორიდელი ჰიპ ჰოპ არტისტი, დენზელ კარი მსმენელს რამდენიმეთვიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ ახალი კომპოზიციით Live From The Abyss დაუბრუნდა. ჩანაწერი საპროტესტო ხასიათისაა და ის პოლიციის მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე ძალადობას გმობს. ტრეკის პროდიუსერი FnZ გახლავთ.

მოუსმინეთ: Denzel Curry - Im Just Sayin Tho

Denzel Curry მუსიკალური კარიერის დასრულებას აპირებს

მოუსმინეთ: Terrace Martin - Pig Feet Ft. Denzel Curry, Kamasi Washington

ფლორიდელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2015 წლის ოქროს სტატუსის მქონე კომპოზიციით Ultimate გაიცნო. დენზელის გამორჩეული ალბომი 2018 წლის TA13OO გახლავთ, რომელმაც კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი Unlocked ფლორიდელმა მუსიკოსმა პროდიუსერ Kenny Beats-თან ერთად 2020 წლის თებერვალში გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული