Thumbnail

შვედური პოსტ პანკ ჯგუფი Viagra Boys ახალ კომპოზიციას Ain't Nice და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების მომავალ, რიგით მეორე ალბომში Welfare Jazz შევა, რომელიც 2021 წლის 8 იანვარს გამოიცემა. ჩანაწერი 13 ტრეკს გააერთიანებს.

Viagra Boys ქალაქ სტოკჰოლმში 2015 წელს შეიქმნა. სამი წლის შემდეგ კოლექტივმა სადებიუტო ალბომი Street Worms გამოაქვეყნა. ჯგუფის კომპოზიციები ძირითადად შავი იუმორითა და სატირული ტექსტებით გამოირჩევა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული