Thumbnail

მოუსმინეთ: ქანიე ვესთმა ფრისტაილი Nah Nah Nah გამოაქვეყნა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გავლენიანმა ჩიკაგოელმა მუსიკოსმა, ქანიე ვესთმა ტვიტერზე ახალი ჩანაწერი Nah Nah Nah გამოაქვეყნა. ნამუშევრის ინსტრუმენტალი კალიფორნიელ პროდიუსერს Dem Jointz ეკუთვნის, რომელმაც სახელი ეპოქალურ დოქტორ დრესთან თანამშრომლობით გაითქვა.

ნახეთ: წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქანიე ვესთმა პოლიტიკური რეკლამა გაავრცელა

კიმ კარდაშიანი იხსენებს, როგორ უვლიდა კორონავირუსით ინფიცირებულ ქანიე ვესთს

ნამუშევარში ვესთი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, თავის ლეიბლებთან დავებსა და სხვა საკითხებზე საუბრობს.

"მთელი ჩემი გუნდი ისეთ ენერგიაზეა, რომ კამპანიის მუსიკალური თემის გავრცელება მომინდა", - წერს პოსტის აღწერის ველში ქანიე.

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის შეიყვანა. 2020 წლის დასაწყისში ბიზნესჟურნალმა, Forbes-მა ქანიე ვესთი, ჯეი ზის შემდეგ, რიგით მეორე მილიარდერ რეპერად დაასახელა. თავად ქანიე კი "ფორბსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ დაეთანხმა და გაამხილა, რომ მისი ქონება რეალურად 3,3 მილიარდი დოლარია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული