Thumbnail

ახალგაზრდა კანადელი მუსიკოსი TOBi მსმენელს კომპოზიციას Shine სთავაზობს. ტრეკი ტობის მომავალი ალბომის ELEMENTS ერთ-ერთი სინგლია. ტორონტოელის რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი 21 ოქტომბერს გამოიცემა.

ნახეთ: TOBi - Made Me Everything

ნახეთ: TOBi x Juls - Dollas And Cents

ნახეთ: TOBi-მ კომპოზიციის "24" რემიქს ვერსია გაავრცელა

ტობი 1993 წელს ნიგერიაში დაიბადა. 9 წლის იყო, როდესაც ოჯახთან ერთად კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. თინეიჯერობის ასაკში არტისტი რეპ ბეთლებში მონაწილეობდა. მან შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, ოთხ წელიწადში კი სადებიუტო ალბომი STILL გამოაქვეყნა. ტობის მუსიკა არენბის, სოულისა და ჰიპ ჰოპის სინთეზია. მის ნამუშევრებზე გავლენა მუსიკოსებმა: Gil Scott-Heron, Frank Ocean, Marvin Gaye, Eartha Kitt, Florence And The Machine და Andre 3000 მოახდინეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული