Thumbnail

ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს Billboard Music Awards-ის წითელ ხალიჩაზე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კორონავირუსის პანდემიასთან ადაპტაციის ეტაპზე მუსიკალურ დაჯილდოებებს სულ უფრო მეტი ვარსკვლავი სტუმრობს. ამის მაგალითია ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში გამართული 2020 წლის Billboard Music Awards, რომლის სცენასა თუ წითელ ხალიჩაზეც არაერთი მიწვეული სტუმარი და ნომინანტი ვიხილეთ.

ნახეთ: 2020 წლის Billboard Music Awards-ის გამარჯვებულები

ნახეთ: ცნობილი მუსიკოსები რიანას Savage X Fenty-ს შოუს წითელ ხალიჩაზე

ნახეთ: რა ეცვათ მუსიკოსებს MTV VMA-ის წითელ ხალიჩაზე

გთავაზობთ ცერემონიაზე მისული მუსიკოსების გამორჩეულ ჩაცმულობებს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა მათგანმა, ამერიკელმა ჯულია მაიკლსმა ქართველი დიზაინერის, ბიჭოლა თეთრაძის მიერ შექმნილი კაბა მოირგო.

Billie Eilish

18 წლის მუსიკოსი წითელ ხალიჩაზე თავისი საყვარელი ბრენდის, Gucci-ს სამოსით, სპორტული ფეხსაცმელებით, ქუდითა და პირბადით გამოჩნდა.  

Lil Nas X

Gucci-ს კოსტიუმზე შეაჩერა არჩევანი ატლანტელმა ქანთრი რეპერმა, მონტერო ლამარ ჰილმა, რომელიც საზოგადოების წინაშე შეცვლილი ვარცხნილობით წარდგა.

Lizzo

Christian Siriano-ს დიზაინით შექმნილ კაბაში გამოწყობილმა ლიზომ ამერიკელებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

Cher

წითელ ხალიჩაზე გაიარა ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა, შერიმ. 74 წლის არტისტი შავი აბრეშუმის კაბით იწონებდა თავს, რომელსაც Jimmy Choo-ს ფეხსაცმელები შეუხამა.

Kelly Clarkson

ამერიკელ მუსიკოს კელი კლარკსონს, რომელიც ღონისძიებას ზედიზედ მესამედ გაუძღვა, წითელ ხალიჩაზე Balmain-ის ვერცხლისფერი კაბა ეცვა.

Doja Cat

პოპულარულმა კალიფორნიელმა არტისტმა, ამალარატნა დლამინიმ დიზაინერ Georges Hobeika-ს გამჭვირვალე კაბა და Amina Muaddi-ს ფეხსაცმელები მოირგო.

Bad Bunny

ცნობილი პუერტორიკოელი მუსიკოსი წითელ ხალიჩაზე იაპონელი დიზაინერის, Yohji Yamamoto-ს მიერ შექმნილი თეთრი ფერის სპორტული სამოსით გამოჩნდა.

Julia Michaels

ამერიკელმა მუსიკოსმა, ჯულია მაიკლსმა ქართველი დიზაინერის, Bicholla-ს კაბა მოიხდინა, რომელსაც Gianvito Rossi-ს ჩექმები შეუხამა.

Post Malone

ღონისძიების ტრიუმფატორმა, 9 ნომინაციაში გამარჯვებულმა ოსტინ რიჩარდ ფოსთმა არჩევანი შავ ტყავის პიჯაკზე შეაჩერა.

Alicia Keys

მანამ ვერცხლისფერი კომბინეზონით დაჯილდოების სცენაზე გამოვიდოდა, ალიშა ქისმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც წარწერა დაურთო - "დღეს ალიშას ახალ მხარეს წარმოგიდგენთ". 

Sia

ავსტრალიელი მუსიკოსი სია სცენაზე Dolce & Gabbana-ს ვარდისფერი კაბით გამოვიდა.

Brandy

ბრენდიმ დაჯილდოების სცენაზე სადებიუტო პერფორმანსამდე წითელ ხალიჩაზე Two Point Two-ს სამოსით გაიარა.    

კომენტარები

ბოლოს დამატებული