Thumbnail

ნახეთ: ჯონ ფრუშანტემ ახალ კომპოზიციაზე Brand E კლიპი გადაიღო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული როკ ჯგუფის Red Hot Chili Peppers გიტარისტმა, ჯონ ფრუშანტემ ახალი კომპოზიცია Brand E და მასზე გადაღებული კლიპი გამოაქვეყნა. ტრეკი მის მომავალ სოლო ალბომში Maya იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 23 ოქტომბერს ჩაეშვება. ვიდეორგოლის ავტორი ამალია აირონსი გახლავთ.

მოუსმინეთ: ჯონ ფრუშანტე ახალ კომპოზიციას Amethblowl ავრცელებს

ჯონ ფრუშანტე ალბომს She Smiles Because She Presses the Button ავრცელებს

ფრუშანტემ კარიერა 1988 წელს დაიწყო. არტისტი ცნობილი ჯგუფ Red Hot Chili Peppers-ში მოღვაწეობით გახდა. მას ამ დრომდე 12 სოლო სტუდიური ალბომიც აქვს გამოცემული. 2015 წელს ჯონმა ელექტრონული პროექტი Trickfinger შექმნა. ფრუშანტეს ისეთ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: Duran Duran, Wu-Tang Clan, Johnny Cash და სხვები. ის 2012 წელს ბენდთან ერთად როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული