Thumbnail

ლოს ანჯელესში მცხოვრებმა ატლანტელმა რეპერმა MadeinTYO ახალი კომპოზიცია BET Uncut და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ჩანაწერში მისი ცნობილი ჩიკაგოელი კოლეგა Chance the Rapper და სამხრეთული ჰიპ ჰოპის ახალი თაობის წარმომადგენელი, Smino მონაწილეობენ. სინგლი არტისტის მომავალ ალბომში Never Forgotten შევა, რომელიც 30 ოქტომბერს გამოიცემა.

მალკოლმ ჯამალ დევისმა, ფსევდონიმით MadeinTYO, შემოქმედებითი კარიერა 2015 წელს დაიწყო. სამი წლის შემდეგ მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Sincerely, Tokyo გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული