Thumbnail

ნახეთ: Omarion კომპოზიციაზე Involved გადაღებულ კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კალიფორნიელი არენბი შემსრულებელი, ომარი იშმაელ გრანდბერი, ფსევდონიმით Omarion, კომპოზიციაზე Involved გადაღებულ კლიპს ავრცელებს. ტრეკის პროდიუსერი ესპანური წარმოშობის ამერიკელი მუსიკოსი Smash David გახლავთ. სინგლი ომარიონის რიგით მეხუთე სტუდიურ ალბომში The Kinection შევა, რომელიც 30 ოქტომბერს გამოიცემა.

ომარი იშმაელ გრანდბერიმ, სასცენო სახელით Omarion, შემოქმედებითი კარიერა 1998 წელს დაიწყო. შვიდი წლის შემდეგ მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი O გაავრცელა. არტისტს ამ დრომდე ოთხი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული