Thumbnail

მოუსმინეთ: სტივი უანდერმა ახალი სიმღერა Can't Put It In The Hands of Fate გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, სტივი უანდერმა კომპოზიცია Can’t Put It in The Hands Of Fate გაავრცელა. ნამუშევარში ჰიპ ჰოპ არტისტები Rapsody, Busta Rhymes, Cordae და Chika მონაწილეობენ. სიმღერის გამოშვების პარალელურად უანდერმა განაცხადა, რომ ახალ ალბომზე Through the Eyes of Wonder მუშაობს.

სტივი უანდერი ტრამპს: სამწუხაროა, რომ მე უკეთ შემიძლია, დავინახო, რა ხდება, ვიდრე შენ

ნახეთ: სტივი უანდერმა ონლაინ კონცერტზე ბილ უიზერსის Lean on Me შეასრულა

სტივი უანდერმა შემოქმედებითი კარიერა 1961 წელს დაიწყო. მომდევნო წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი The Jazz Soul of Little Stevie გაავრცელა. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არტისტი როგორც როკ-ენ-როლის, ასევე, სონგრაითერების დიდების დარბაზის წევრია. 25 გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული