Thumbnail

ნახეთ: MIKE ვიდეორგოლს No, No! ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

22 წლის ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მაიკლ ჯორდან ბონემამ, სასცენო სახელით MIKE, კომპოზიციაზე No, No! გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერის პროდიუსერი მუსიკოსი თავადაა. აღსანიშნავია, რომ ინსტრუმენტალებს მაიქი ფსევდონომით dj blackpower ავრცელებს. ტრეკი შემსრულებლის 2020 წლის ალბომში Weight Of The World არის წარმოდგენილი.

მაიქი ანდერგრაუნდ რეპერია, რომელიც ამჟამად ნიუ იორკში მოღვაწეობს. არტისტი ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, წლების განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა. სწორედ ამან განაპირობა მისი ნამუშევრების ჟღერადობა, რომელიც სხვადასხვა ლოკალური მიმართულების გავლენით შეიქმნა. რეჩიტატივის კითხვასთან ერთად მაიქი პროდიუსინგითა და სელექციითაა დაკავებული. დღემდე მან თაყვანისმცემლებს 10 ალბომი და 7 EP შესთავაზა. მისი კითხვის მანერა მონოტონურობით გამოირჩევა, რომელსაც ხშირად ჯაზის რამდენიმეწამიანი ლუპები ერწყმის. შემსრულებლის მთავარი მენტორი გავლენიანი მუსიკოსი MF DOOM გახლავთ. თანამედროვე კოლეგებიდან ნიუ იორკელი რეპერი ხშირად ცნობილ კალიფორნიელ არტისტთან, ერლ სვითშერთთან თანამშრომლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული