Thumbnail

მოუსმინეთ: სტივი უანდერმა ახალი კომპოზიცია Where Is Our Love Song გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, სტივი უანდერმა კომპოზიცია Where Is Our Love Song გაავრცელა. ტრეკი მან ტექსასელ არტისტთან, Gary Clark Jr-სთან ერთად ჩაწერა. სიმღერის გამოშვების პარალელურად უანდერმა განაცხადა, რომ ახალ ალბომზე Through the Eyes of Wonder დაიწყო მუშაობა.

მოუსმინეთ: სტივი უანდერმა ახალი სიმღერა Can't Put It In The Hands of Fate გაავრცელა

სტივი უანდერი ტრამპს: სამწუხაროა, რომ მე უკეთ შემიძლია, დავინახო, რა ხდება, ვიდრე შენ

სტივი უანდერმა შემოქმედებითი კარიერა 1961 წელს დაიწყო. მომდევნო წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი The Jazz Soul of Little Stevie გაავრცელა. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არტისტი როგორც როკ-ენ-როლის, ასევე, სონგრაითერების დიდების დარბაზის წევრია. 25 გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული