Thumbnail

ნახეთ: დემი ლოვატომ ახალი სიმღერა და კლიპი Commander In Chief გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, დემი ლოვატომ ახალი კომპოზიცია Commander In Chief და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სიმღერაში ლოვატო აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და მის მმართველობას აკრიტიკებს. იუთუბზე გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში კი აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, მას შეუერთდნენ და მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

► მოუსმინეთ: დემი ლოვატომ საქმროსთან დაშორებას სიმღერა Still Have Me მიუძღვნა

აღსანიშნავია, რომ ტრეკის ერთ-ერთი პროდიუსერი ცნობილი ამერიკელი შემსრულებლის, ბილი აილიშის ძმა და მისი სიმღერების თანაავტორი, ფინიას ო'კონელი გახლავთ.

► დემი ლოვატო: სელენა გომესთან აღარ ვმეგობრობ

დემი ლოვატომ მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2009 წელს გამოშვებულ სტუდიურ ალბომს Here We Go Again უკავშირდება, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა არტისტს სიმღერებმა Cool for the Summer, Sorry Not Sorry და Confident მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული