Thumbnail

ნიუ იორკული ჰიპ ჰოპ გაერთიანება "გრიზელდას" წევრი, ჯერემი ფენიქი, ფსევდონიმით Benny The Butcher, მსმენელს ახალ კომპოზიციას Legend და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ტრეკის პროდიუსერი ცნობილი კალიფორნიელი მუსიკოსი, ჰით-ბოი გახლავთ. ჩანაწერი კოლეგების ერთობლივი ალბომის BURDEN OF PROOF ერთ-ერთი სინგლია.

მოუსმინეთ: Benny The Butcher x Lil Wayne x Big Sean - Timeless

ბენიმ მუსიკალური მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. თუმცა, ანდერგრაუნდ რეპერი ფართო საზოგადოებამ 2014 წლიდან, ჰიპ ჰოპ გაერთიანება "გრიზელდაში" გაწევრიანების შემდეგ გაიცნო. კრიტიკოსები ბუჩერის შემოქმედებიდან 2019 წლის სტუდიურ ჩანაწერს The Plugs I Met გამოარჩევენ, რომელშიც მონაწილეობა ისეთმა გავლენიანმა მუსიკოსებმა მიიღეს, როგორებიც არიან: Black Thought, Pusha T, The Alchemist და სხვა. ამავე წელს ბენი მსმენელმა "გრიზელდას" სადებიუტო ალბომში WWCD იხილა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული