Thumbnail

ცნობილმა ინდიანელმა გენგსთა რეპერმა, ფრედი გიბსმა მსმენელს კომპოზიციაზე Babies & Fools გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. ფრედის ჩანაწერში მისი ბუფალოელი კოლეგა, ქანვეი მონაწილეობს, რომელმაც სახელოვან კოლეგასთან წარსულშიც ითანამშრომლა. ტრეკის ინსტრუმენტალის ავტორი ჟანრის ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერი, ალქემისთია. ნამუშევარი არტისტების ერთობლივი ალბომის Alfredo სინგლია.

მოუსმინეთ: Freddie Gibbs და The Alchemist ალბომს Alfredo ავრცელებენ

ნახეთ: Freddie Gibbs, The Alchemist და Benny The Butcher კლიპში Frank Lucas

ნახეთ: Freddie Gibbs, The Alchemist და Rick Ross კლიპში Scottie Beam

ფრედი გიბსი რომ კარიერის მწვერვალზეა, ამას ჟანრის გამორჩეულ პროდიუსერებთან, მედლიბთან და ალქემისთთან ერთად შექმნილი კოლაბორაციებიც მოწმობს. ფრედიმ და ალქემისთმა მოღვაწეობის განმავლობაში არაერთ წარმატებულ კომპოზიციაზე ითანამშრომლეს. 2018 წელს კოლეგებმა სამხრეთელი რეპერის, ქარენსის მონაწილეობით ერთობლივი ალბომი FETTI გამოაქვეყნეს, რომელმაც მსმენელისა და მუსიკის კრიტიკოსების აღიარება მოიპოვა. 2020 წელს გიბსმა და ალქემისთმა მორიგი კოლაბორაციული ალბომი Alfredo გაავრცელეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული