Thumbnail

ნახეთ: Benny The Butcher ჯეი ზის ტრეკის Dead Presidents ბითზე ფრისტაილს კითხულობს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ალბომის BURDEN OF PROOF პრომოუშენის მიზნით, ბუფალოელი ემსი, ჯერემი ფენიქი, ფსევდონიმით Benny The Butcher, კალიფორნიულ რადიოსადგურს Power 106 ესტუმრა. გადაცემაში The L.A. Leakers ბენიმ ორი წუთის განმავლობაში ფრისტაილი შეასრულა. რეპერმა რეჩიტატივი ჟანრის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიციის, გავლენიანი ბრუკლინელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ჯეი ზის ტრეკის Dead Presidents ბითზე წაიკითხა.

ნახეთ: Benny The Butcher - Legend

ბენიმ მუსიკალური მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. თუმცა, ანდერგრაუნდ რეპერი ფართო საზოგადოებამ 2014 წლიდან, ჰიპ ჰოპ გაერთიანება "გრიზელდაში" გაწევრიანების შემდეგ გაიცნო. კრიტიკოსები ბუჩერის შემოქმედებიდან 2019 წლის სტუდიურ ჩანაწერს The Plugs I Met გამოარჩევენ, რომელშიც მონაწილეობა ისეთმა გავლენიანმა მუსიკოსებმა მიიღეს, როგორებიც არიან: Black Thought, Pusha T, The Alchemist და სხვა. ამავე წელს ბენი მსმენელმა "გრიზელდას" სადებიუტო ალბომში WWCD იხილა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული