Thumbnail

მოუსმინეთ: Benny The Butcher ალბომს BURDEN OF PROOF ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ბუფალოელმა ემსიმ, ჯერემი ფენიქმა, ფსევდონიმით Benny The Butcher, ახალი ალბომი BURDEN OF PROOF გამოაქვეყნა. ჰიპ ჰოპ გაერთიანება "გრიზელდას" წევრის სტუდიური ჩანაწერი 12 კომპოზიციას, მათ შორის სინგლს Legend მოიცავს. ნამუშევრის აღმასრულებელი პროდიუსერი ცნობილი კალიფორნიელი მუსიკოსი, ჰით-ბოი გახლავთ. ალბომის ფარგლებში ბენიმ ისეთ კოლეგებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Rick Ross, Freddie Gibbs, Lil Wayne, Big Sean, Dom Kennedy და Conway The Machine.

ნახეთ: Benny The Butcher ჯეი ზის ტრეკის Dead Presidents ბითზე ფრისტაილს კითხულობს

ბენიმ მუსიკალური მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. თუმცა, ანდერგრაუნდ რეპერი ფართო საზოგადოებამ 2014 წლიდან, ჰიპ ჰოპ გაერთიანება "გრიზელდაში" გაწევრიანების შემდეგ გაიცნო. კრიტიკოსები ბუჩერის შემოქმედებიდან 2019 წლის სტუდიურ ჩანაწერს The Plugs I Met გამოარჩევენ, რომელშიც მონაწილეობა ისეთმა გავლენიანმა მუსიკოსებმა მიიღეს, როგორებიც არიან: Black Thought, Pusha T, The Alchemist და სხვა. ამავე წელს ბენი მსმენელმა "გრიზელდას" სადებიუტო ალბომში WWCD იხილა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული