Thumbnail

შინეიდ ო'კონორი: ვშიმშილობ, რადგან სახლიდან გასვლა არ შემიძლია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ტვიტერის მომხმარებელი Sinead O'Connor (AKA Shuhada Sadaqat), რომელსაც, მედიის ინფორმაციით, ირლანდიელი მუსიკოსი, შინეიდ ო'კონორი თაყვანისცემლებთან კომუნიკაციისთვის იყენებს, პოსტების სერიას ავრცელებს, რომლებიდანაც ირკვევა, რომ არტისტი აგორაფობიით, ღია სივრცისა და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნის შიშით, იტანჯება. 53 წლის შინეიდი, რომელმაც ისლამის მიღების შემდეგ შუჰადა დაირქვა, წერს, რომ ამის გამო მაღაზიაში წასვლასაც ვერ ახერხებს.

შინეიდ ო'კონორი: ერთხელ Prince-მა ჩემი ცემა სცადა

"წლები, თვეები და კვირები კარჩაკეტილად გავატარე ფიზიკური პარალიზების გამომწვევ გარემოში. ბოლო პერიოდი საჭმელსაც არ გავკარებივარ, რადგან ასე ცხოვრებამ აგორაფობი გამხადა და მაღაზიაში გასვლა არ შემიძლია", - წერია პოსტში.

ამის შემდეგ მუსიკოსმა იკითხა:

"ვინმეს შეუძლია, მითხრას, ირლანდიაში არსებობს თუ არა საკვების მიტანის სერვისი, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე იმ პირებს ემსახურება, რომლებსაც საკუთარ თავზე ზრუნვის უნარი დაქვეითებული აქვთ?".

"ამჟამად დასახლებული პუნქტიდან იმდენად მოშორებით ვცხოვრობ, რომ მიტანის სერვისით სარგებლობა არ განიხილება. ამიტომაც დავაკონკრეტე კითხვის დასმისას, ვინმემ იცოდა თუ არა საკვების მიტანის სერვისი, რომელიც იმ ადამიანებს ემსახურება, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საკუთარ თავზე ზრუნვის უნარი დაქვეითებული აქვთ", - განმარტა ო'კონორმა.

შინეიდ ო'კონორმა მუსიკალური კარიერა 1986 წელს დაიწყო. ის პოპულარული ლეგენდარული ამერიკელი არტისტის, პრინსის სიმღერის Nothing Compares To You განახლებული ვერსიის შესრულებით გახდა. მუსიკოსი აქტიურადაა ჩართული ქალებსა და ბავშვებზე მიმართული ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიებში.

კომენტარები

ბოლოს დამატებული