Thumbnail

კალიფორნიელმა რეპერმა, ლივინგსტონ მეთიუსმა, სასცენო სახელით Pink Siifu და ვირჯინიელმა მუსიკოსმა Fly Anakin ახალი კომპოზიცია Mind Right და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელეს. ნამუშევარი მათ ერთობლივ ალბომში Fly Siifu’s იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 13 ნოემბერს ჩაეშვება. ტრეკში არენბი არტისტი Liv.e მონაწილეობს.

მოუსმინეთ: Pink Siifu & Fly Anakin - Dollar Dr. Dream

ლივინგსტონ მეთიუსმა შემოქმედებითი კარიერა 2015 წელს დაიწყო. მომდევნო წელს მუსიკოსმა ფილადელფიელ მულტიინსტრუმენტალისტ Swarvy-სთან ერთად სადებიუტო ალბომი Twothousandnine გაავრცელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება 2018 წელს გამოცემულმა ნამუშევარმა Ensley მოუტანა.

Fly Anakin-ს კი ამ დრომდე 6 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. მისი ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია Grandma's Spot და Sun.Do.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული