Thumbnail

EXO-ს წევრი, ჩენი ჯარში მიდის

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, EXO-ს წევრმა, ჩენმა ღია წერილის საშუალებით თაყვანისმცემლებს აცნობა, რომ 26 ოქტომბერს ჯარში მიდის. 28 წლის მუსიკოსს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გამო ორწლიანი შემოქმედებითი პაუზის აღება მოუწევს.

ნახეთ: EXO-ს წევრი Baekhyun სიმღერაზე Candy გადაღებულ კლიპს ავრცელებს

"მინდა, შეგატყობინოთ, რომ 26 ოქტომბრიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურში ვირიცხები. ყველაფერს პირნათლად შევასრულებ, რაც მევალება, ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელ მდგომარეობაში. როდესაც დავბრუნდები და კვლავ მოგესალმებით, მიხვდებით, რამდენად გავიზარდე და განვვითარდი. იმედი მაქვს, ყველა ასეთივე ლამაზი და ჯანმრთელი დამხვდებით. მადლობა ყველაფრისთვის, მიყვარხართ", - აღნიშნავს მუსიკოსი.

ჩენი შიუმინის, დიოსა და სუჰოს შემდეგ კოლექტივის მეოთხე წევრია, რომელიც ჯარში წავა.

კიმ ჯონგ დემ, სასცენო სახელით Chen, შემოქმედებითი კარიერა 2011 წელს დაიწყო. მან პოპულარობა ჯგუფ EXO-ში მოღვაწეობით მოიპოვა. ჩენი ბენდის ქვედანაყოფების Exo-CBX და Exo-M წევრიცაა. 2019 წელს მან სოლო ალბომები April, and a Flower და Dear My Dear გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული