Thumbnail

ბილი აილიში და მისი თაყვანისმცემლები ვერ თანხმდებიან, რა ფერისაა ფეხსაცმელი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულ ამერიკელ მუსიკოს ბილი აილიშს ინსტაგრამზე ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა ჰკითხა, რა ფერის იყო მისი აზრით კაბა, რომლის ფოტოც 2015 წელს ვირუსულად გავრცელდა და დიდი დისკუსიაც გამოიწვია. მაშინ ინტერნეტმომხმარებლების აზრი ორად გაიყო - ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ სამოსი თეთრ და ოქროსფერ ფერებში იყო გადაწყვეტილი, მეორე მხარე კი თვლიდა, რომ ის ლურჯი და შავი ფერის ნაჭრებით იყო შეკერილი. პასუხად ბილიმ ფერების კიდევ ერთი კომბინაცია დაასახელა და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, კაბა ლურჯი და ოქროსფერი იყო.

ბილი აილიშის ფანები მის გარეგნობასთან დაკავშირებულმა კრიტიკამ გააღიზიანა

ბილი აილიში 24 ოქტომბერს ონლაინ კონცერტს გამართავს

ბილი აილიშმა გაიხსენა, როგორ დაწერა ჯეიმს ბონდის ფილმისთვის საუნდტრეკი

იმის საჩვენებლად, თუ რა შეცდომაში შეიძლება, შეგვიყვანოს ოპტიკურმა ილუზიამ, ბილიმ საკუთარი ისტორია გაიხსენა და განაცხადა, რომ წლების წინ სპორტული ფეხსაცმელი Nike Air More Uptempo ჰქონდა, რომელიც მამამისს, პატრიკ ო’კონელს ვარდისფერი და თეთრი ეგონა, სინამდვილეში კი ღია მწვანე და თეთრი იყო.

Nike Air More Uptempo  

გოგონამ თაყვანისმცემლებს ფეხსაცმელები აჩვენა და გაოცება ვერ დამალა, როცა აღმოჩნდა, რომ ინტერნეტმომხმარებლების უმრავლესობა მამამისის მოსაზრებას იზიარებდა.

"არ ვიცი, ასეთი რა გადაიტანეთ ბავშვობაში, მაგრამ მართლა გგონიათ, რომ ეს ფეხსაცმელი ვარდისფერ და თეთრ ფერებშია? მართლა ასე ფიქრობთ?", - მიმართა მან თაყვანისმცემლებს.

შემდეგ კი "ნაიკის" ეს მოდელი თავის სხვა თეთრ ფეხსაცმელს შეადარა, რომელსაც ვარდისფერი ძირი აქვს. "მართლა გგონიათ, რომ ესენი ერთსა და იმავე ფერებშია?", - მიმართა მან გამომწერებს.

გოგონამ თაყვანისმცემლების ნაწილი მაინც ვერ დაარწმუნა, რომ ფეხსაცმელები ღია მწვანე ფერის ტყავით იყო შეკერილი.

"ყოველ ჯერზე, როცა ბილის სთორებს ვუყურებ, ფეხსაცმელები სხვადასხვა ფერისაა. მაინც როგორაა ის ღია მწვანე და თეთრი და არა ვარდისფერ-თეთრი? მგონი, შევიშალე, მიშველეთ", - წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული