Thumbnail

ამერიკელმა მუსიკოსმა, ფინიას ო'კონელმა ახალი კომპოზიცია Can’t Wait To Be Dead და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლის რეჟისორი Constellation Jones გახლავთ, რომელსაც ისეთ არტისტებთანაც უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ლედი გაგა და ლანა დელ რეი.

ფინიასი: მანამ კორონავირუსის პანდემია იქნება, მე და ბილი ალბომებს არ გამოვუშვებთ

ნახეთ: Finneas - What They'll Say About Us

"სიმღერა ჩემი და ინტერნეტის ურთიერთობაზე დავწერე. განსაკუთრებით იმ წელს, როდესაც არჩევნები და პანდემია ერთადაა. ხანდახან ინტერნეტში ისეთ რაღაცებს ვნახულობ, რაც მაცინებს. ხან იმას, რაც მატირებს. ზოგჯერ იმედი მეძლევა. გარკვეულ შემთხვევებში კი მინდება, რომ მოვკვდე", - ამბობს ფინიასი.

ფინიას ო'კონელი მუსიკალურ ინდუსტრიაში ფსევდონიმით Finneas 2015 წლიდან მოღვაწეობს. ის საკუთარი დის, ბილი აილიშის სადებიუტო ალბომის When We All Fall Asleep, Where Do We Go? პროდიუსერი და სიმღერების თანაავტორია. ფინიასი გრემის 5 ჯილდოს მფლობელია, მათ შორის საუკეთესო პროდიუსერის კატეგორიაში. როგორც სოლო შემსრულებელს, 23 წლის არტისტს პოპულარობა კომპოზიციებმა Break My Heart Again და Let's Fall In Love For The Night მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული