Thumbnail

ბრაიან მეი: Queen-მა გააკეთა ის, რაც The Beatles-მა ვერ შეძლო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის გიტარისტმა, ბრაიან მეიმ 2019 წელს ბენდის საკონცერტო ვოკალისტ ადამ ლამბერტთან ერთად გამართული ტურნეს The Rhapsody Tour ამერიკული ნაწილისთვის მზადების პროცესში ინსტაგრამზე პოსტი გაავრცელა, რომელშიც "ქუინსა" და კიდევ ერთ ეპოქალურ ბრიტანულ კოლექტივს, The Beatles-ს შორის არსებულ განსხვავებაზე მიუთითებდა.

ბრაიან მეისა და როჯერ ტეილორის რჩეული სიმღერები Queen-ის შემოქმედებიდან

ნახატი, რომლის ხილვაც ბრაიან მეისთვის ემოციური აღმოჩნდა

ბრაიან მეიმ გაამხილა, რა საერთო აქვს ჯიმი პეიჯთან

"საუნდი, განათებები, დეკორაციები, ვიზუალები, ჯადოსნური ხრიკები, კოსტიუმები და მუსიკა! დღეს ვფიქრობდი, რა სირცხვილია, რომ საოცარ "ბითლზს" არ მიეცა შესაძლებლობა, საკუთარი თავი და თაყვანისმცემლები მსგავსი სანახაოებებით გაენებივრებინა. სულ რამდენიმე წელში, რაც საყოველთაო წარმატებას მიაღწიეს, გასტროლები მათ კონტროლს ვეღარ ექვემდებარებოდა. ჩვენ კი, 40 ან მეტი წელი გვქონდა განვითარებისა და განახლებისთვის. უმაღლესი კვალიფიკაციის ტექნიკოსებისა და ხელოვანებისგან შემდგარი გუნდი გვახვევია თავს", - წერდა მაშინ ბრაიანი.

View this post on Instagram

Tour Ready !!! Well, almost ! This is me about to perform our ‘Stagger-Through”. We’ve now put in 6 days solid production rehearsals for our QAL tour of North America and Beyond. Long days, hammering out new pieces of action - and interaction between us, the performers, and the massive and highly sophisticated beast which is our touring rig. Sound, lights, staging, moving parts, video content, magic tricks, monitoring, costumes, and ... MUSIC !!! I was pondering today that it’s such a shame that the wonderful Beatles never got the chance to indulge themselves and their fans in such a fantasy. Touring life became uncontrollable for them after only a few years of massive fame. For us we’ve had 40 years or more to develop and continuously innovate - and the technical and artistic team we have around us is at the very top level. Having recently spent some time with some of those amazing men who actually walked on the moon, I can definitely see some parallels. What we do isn’t exactly rocket science, but it’s a similar situation, where what you see - the end result on stage - is the result of the work of hundreds of highly talented people. I’m hugely proud of this whole operational team. Best in the World for sure. What’s the Stagger-Through ? Well in the theatre they would call it a dress rehearsal. It’s not exactly that for us, but it’s the time when we put together all the pieces for the first time, and run it, warts and all, as a continuous show in our private space. Lots of stops for train wrecks and final arguments ... but at the end of we can make a guess as to whether we actually have a show which works. I believe we do !! See you out there, Rockers ! Bri

A post shared by Brian Harold May (@brianmayforreal) on

ფრედი მერკურის, ბრაიან მეის, როჯერ ტეილორისა და ჯონ დიკონის ლეგენდარული კოლექტივი Queen ლონდონში 1970 წელს შეიქმნა. არსებობის განმავლობაში ბენდმა 150-ზე მეტი სიმღერა და 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგანაც შვიდს სხვადასხვა დროს ბრიტანულ ჩარტებში პირველი პოზიცია ეკავა. ჯგუფის ფრონტმენი ფრედი მერკური შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. 2004 წლიდან ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა პროექტით Queen + საკონცერტო მოღვაწეობა განაახლეს. მათ ტურნეებში ვოკალისტების როლში პოლ როჯერსი, 2011 წლიდან კი ადამ ლამბერტი მოგვევლინენ.

ხოლო The Beatles ქალაქ ლივერპულში 1960 წელს შეიქმნა. ბენდმა სადებიუტო სინგლი Love Me Do 1962 წელს გამოუშვა. მომდევნო წელს კი კოლექტივმა პირველი ალბომი Please Please Me გაავრცელა. 800 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო.

1970 წელს კოლექტივმა რიგით მეთორმეტე, უკანასკნელი ალბომი Let It Be გამოუშვა. ჩანაწერის გავრცელებამდე ერთი თვით ადრე ბენდი დაიშალა. 1999 წელს ჟურნალმა Time მუსიკოსები მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული