Thumbnail

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯექმენ თომას ჰარლოუმ, სასცენო სახელით Jack Harlow, მსმენელს ახალი კომპოზიცია Tyler Herro და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. ტრეკის შთაგონების წყარო მისი მეგობარი, "მაიამი ჰიტის" კალათბურთელი Tyler Herro გახლავთ. თანამედროვე თრეფ ჟღერადობის სინგლის პროდიუსერები სახელოვანი Scott Storch და არაერთი ჰიტის ავტორი Boi-1da არიან.

ნახეთ: Jack Harlow, DaBaby, Tory Lanez და Lil Wayne კლიპში Whats Poppin (Remix)

მოუსმინეთ: Jack Harlow - Automatic

მოუსმინეთ: Saweetie - Tap In (Remix) Ft. Post Malone, DaBaby & Jack Harlow

ჯექმა რეჩიტატივის კითხვა 12 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი მიქსტეიპი 9 წლის წინ, 2011 წელს გამოიცა. მას შემდეგ კენტუკელმა მუსიკოსმა რამდენიმე სტუდიური ნამუშევარი გამოაქვეყნა, თუმცა, მან ფართო საზოგადოების ყურადღება 2020 წლის კომპოზიციით Whats Poppin დაიმსახურა. პლატინის სტატუსის მფლობელი ტრეკის რემიქსის ჰარლოუს არაერთმა პოპულარულმა კოლეგამ ჩაწერა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული