Thumbnail

ნახეთ: მაილი საირუსმა Pearl Jam-ის კომპოზიცია Just Breathe შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავი, მაილი საირუსი აკუსტიკური კონცერტების სერიის MTV Unplugged ერთ-ერთი ეპიზოდის სტუმარი გახლდათ. მომღერალმა ცნობილი ამერიკული ჯგუფის, Pearl Jam-ის კომპოზიცია Just Breathe დააქავერა. მაილის აკომპანემენტს თავისი მხარდამჭერი ბენდი უწევდა.

მაილი საირუსი: Metallica-ს სიმღერების დაქავერებას და ალბომის გამოშვებას ვაპირებ

ნახეთ: მაილი საირუსი The Cranberries-ის ჰიტს Zombie ასრულებს

კომპოზიციის თავდაპირველი ვერსია "ფერლ ჯემის" რიგით მე-9 ალბომში Backspacer არის წარმოდგენილი, რომელიც 2009 წელს გამოიცა. ნამუშევარმა პლატინის სტატუსიც მოიპოვა. სიმღერა არაერთი ფილმისა და სატელევიზიო შოუს საუნდტრეკი გახლავთ.

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა. კარიერის განმავლობაში მან 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. მუსიკოსი რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული