Thumbnail

ნახეთ: T.I. ვიდეორგოლს Hypno აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

სახელოვანმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კლიფორდ ჰარის უმცროსმა, ფსევდონიმით T.I., კომპოზიციაზე Hypno გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერში კლიფორდის ახალგაზრდა კოლეგა Rahky მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი კი ოსკაროსანი მემფისელი, ჯუსი ჯეი გახლავთ, რომელმაც ინსტრუმენტალში ეპოქალური რეპერის, ნოტორიოს ბიაიჯის ჰიტის Hypnotize სემპლი გამოიყენა. ნამუშევარი თიაის ახალგავრცელებული ალბომის The L.I.B.R.A. სინგლია.

მოუსმინეთ: T.I. ალბომს The L.I.B.R.A. ავრცელებს

ნახეთ: T.I. და Young Thug კლიპში Ring

T.I: ჯეი ზის, ქანიე ვესთისა და ლილ უეინის გვერდით მეც უნდა მომიხსენიოთ

მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1999 წელს დაიწყო. რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2003 წელს გავრცელებული პლატინის სტატუსის მფლობელი ალბომით Trap Muzik გახდა. 2000-10 წლებში კლიფორდი კოლეგებთან, გუჩი მეინთან და იანგ ჯიზისთან ერთად ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის აქტიურ პოპულარიზაციას ეწეოდა. ამჟამად თიაი ლეიბლის Grand Hustle Records მფლობელია, რომელშიც 10-ზე მეტი არტისტი წევრიანდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული