Thumbnail

ნახეთ: არიანა გრანდე ახალ კლიპში Positions აშშ-ის პრეზიდენტის განასახიერებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, არიანა გრანდე ახალ სინგლს Positions და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. რეჟისორ დეივ მეიერსის ნამუშევარში 27 წლის არტისტი აშშ-ის პრეზიდენტის როლში გვევლინება. კომპოზიცია მუსიკოსის მომავალ, რიგით მეექვსე ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომლის სახელწოდებაც ოფიციალურად ჯერ არ გავრცელებულა. ჩანაწერი გაყიდვაში 30 ოქტომბერს ჩაეშვება.

ნახეთ: ლედი გაგამ და არიანა გრანდემ MTV VMA-ზე ჰიტი Rain on Me შეასრულეს

Cardi B: ბავშვები მიმითითებენ, როგორ ვიცხოვრო, თითქოს არიანა გრანდე ვიყო

არიანა გრანდემ რიანას რეკორდი მოხსნა

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. 2019 წელს შემსრულებელმა საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდოც მოიპოვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული