Thumbnail

მოუსმინეთ: ლეიბლი Italians Do It Better კომპილაციურ ალბომს After Dark 3 ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ჯგუფის Chromatics დამფუძნებელ ჯონი ჯიუელის ლეიბლი Italians Do It Better ახალ რიგით მესამე კომპილაციურ ალბომს After Dark 3 ავრცელებს. სტუდიური ჩანაწერი სხვადასხვა არტისტის 17 კომპოზიციას აერთიანებს, მათ შორის არიან: Chromatics, Club Intl, Desire, Glüme და სხვები.

Italians Do It Better ჯონი ჯიუელმა 2006 წელს შექმნა. ლეიბლი სინთპოპ, პოსტ პანკ და იტალიური დისკოს ჟღერადობის მქონე არტისტებს აერთიანებს. 2007 წელს მუსიკოსებმა პირველი კომპილაციური ალბომი After Dark გაავრცელეს. ჩანაწერის მეორე ნაწილი 2013 წელს გამოქვეყნდა, მესამე კი 2020 წელს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული