Thumbnail

მაილი საირუსმა ახალი ალბომი Plastic Hearts დააანონსა

პოპვარსკვლავმა მაილი საირუსმა ახალი, რიგით მეშვიდე ალბომი Plastic Hearts დააანონსა. ჩანაწერი გაყიდვაში 27 ნოემბერს ჩაეშვება. ცნობილია, რომ ნამუშევარში შევა მისი ბოლო სინგლი Midnight Sky, ასევე, ამერიკული ბენდის Blondie კომპოზიციის Heart of Glass და ირლანდიური ჯგუფის The Cranberries ჰიტის Zombie ქავერ ვერსიები.

მაილი საირუსი: Metallica-ს სიმღერების დაქავერებას და ალბომის გამოშვებას ვაპირებ

ნახეთ: მაილი საირუსი The Cranberries-ის ჰიტს Zombie ასრულებს

"ამ ალბომზე მუშაობა ორი წლის წინ დავიწყე. ვფიქრობდი, რომ ჩანაწერს მალე გამოვუშვებდი, მაგრამ ვერ მოვახერხე. ვფიქრობ, ნამუშევარი შეგიყვარდებათ, თუ არადა თქვენი დედაც", - ამბობს მაილი საირუსი.

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა. კარიერის განმავლობაში მან 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. მუსიკოსი რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული