Thumbnail

მოუსმინეთ: Tech N9ne მინი ალბომს MORE FEAR ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანმა კანზასელმა ემსიმ, აარონ იათსმა, სასცენო სახელით Tech N9ne, ახალი EP სახელწოდებით MORE FEAR გამოაქვეყნა. ჰიპ ჰოპ არტისტის სტუდიური ჩანაწერი 8 კომპოზიციას მოიცავს. ნამუშევარი თექ ნაინის 2020 წლის ალბომის ENTERFEAR გაგრძელებაა.

ნახეთ: Tech N9ne კლიპს Dr. Sebagh ავრცელებს

ნახეთ: Tech N9ne კომპოზიციის Yeah No! კლიპს ავრცელებს

ნახეთ: Flatbush ZOMBiES - Monica Ft. Tech N9ne

თექ ნაინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1991 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი The Calm Before The Storm 1999 წელს გამოვიდა. ჰიპ ჰოპის კრიტიკოსები მუსიკოსის ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევრად 2002 წელს გავრცელებულ ჩანაწერს Absolute Power მიიჩნევენ, რომლის მთავარი სინგლი Imma Tell გახლავთ. კანზასელი ვეტერანი ცნობილი ანდერგრაუნდ გაერთიანების Strange Music დამფუძნებელი და ლიდერია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული