Thumbnail

ახალგაზრდა კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დიემონტ ჰარპერმა, ფსევდონიმით Saweetie, ტექსტურ ვიდეორგოლთან ერთად, ახალი კომპოზიცია Back to the Streets გაავრცელა. ჩანაწერში ალტერნატიული არენბი და ნეო სოულ შემსრულებელი, ჯენეი აიკო მონაწილეობს. ტრეკის ინსტრუმენტალის თანაავტორი ლეგენდარული პროდიუსერი Timbaland გახლავთ. სინგლი სოუითის სადებიუტო ალბომში Pretty Btch Music შევა.

ნახეთ: Saweetie - Tap In

სოუითიმ მუსიკალური კარიერა 2017 წელს დაიწყო, 2018 წლის დასაწყისში კი ის ერთ-ერთი მსხვილი ლეიბლის Warner Bros. Records წევრი გახდა. იმავე წლის მარტში დიემონტმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი High Maintenance გაავრცელა, რომლის მთავარი სინგლიც ოქროს სტატუსის მფლობელი კომპოზიცია Icy Grl გახლავთ. 2019 წელს კალიფორნიელმა მსმენელს მეორე EP სახელწოდებით Icy შესთავაზა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული