Thumbnail

ნახეთ: ელტონ ჯონმა ბარბის თოჯინა გამოუშვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ელტონ ჯონმა სათამაშოების კომპანია Mattel-თან თანამშრომლობით ბარბის თოჯინა გამოუშვა, რომელიც არტისტის საფირმო კოსტიუმშია გამოწყობილი. მას ელტონი სათვალე და ქუდიც ამშვენებს. შარვლის ტოტებზე თოჯინას ინიციალები E J აწერია. სათამაშოს შეძენა ამ ვებგვერდზე გახლავთ შესაძლებელი, მისი ღირებულება 50 დოლარია.

ელტონ ჯონმა ყოფილ ცოლთან $4-მილიონიანი სასამართლო დავა დაასრულა

ნახეთ: ელტონ ჯონმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა Regimental Sgt. Zippo გამოუშვა

ელტონ ჯონი: 30 წლის წინ შველა რომ არ მეთხოვა, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი

თოჯინა ელტონმა 1975 წელს ლოს ანჯელესში, Dodger-ის სტადიონზე გამართული ცნობილი კონცერტის 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოუშვა.

"ბარბი თავად საკულტო თოჯინაა, ასე რომ, მისი გამოშვება ჩემთვის დიდი პატივია", - ამბობს მომღერალი.

ელტონ ჯონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას 4 გრემისა და ერთი ოსკარის ჯილდო აქვს მოპოვებული. 350 მილიონი გაყიდული ალბომით მუსიკოსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტად ითვლება. შემსრულებელმა 2018 წლის სექტემბერში უკანასკნელი ტურნე დაიწყო, რომელიც 2021-22 წლებში დასრულდება. პოპვარსკვლავი თაყვანისცემლებს სწორედ ამ პროექტით დაემშვიდობება. ელტონი 2018 წელს საქართველოსაც ესტუმრა და Black Sea Arena-ზე ორი კონცერტი გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული