Thumbnail

ნახეთ: The Weeknd კლიპს Too Late ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული კანადელი მუსიკოსი The Weeknd განაგრძობს აქტიურობას და მსმენელს კომპოზიციაზე Too Late გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. არტისტის შემოქმედებისთვის დამახასიათებელი მელანქოლიური ჟღერადობის ჩანაწერი მუსიკალური მიმდინარეობის UK Garage ელემენტებს შეიცავს. ტრეკი უიქენდის 2020 წლის ალბომის After Hours ერთ-ერთი სინგლია.

მოუსმინეთ: The Weeknd ალბომის After Hours დელუქს ვერსიას ავრცელებს

The Weeknd-მა ბილბორდის ჩარტში რეკორდი მოხსნა

მოუსმინეთ: The Weeknd x Kenny G - In Your Eyes (Remix)

კანადელმა მუსიკოსმა, აბელ ტესფაიემ, სასცენო სახელით The Weeknd, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მან სახელი 2011 წელს გავრცელებული მიქსტეიპებით House Of Balloons, Thursday და Echoes Of Silence გაითქვა, რომლებიც მოგვიანებით კომპილაციური ალბომის სახით გამოუშვა.

2013 წელს უიქენდმა სადებიუტო სტუდიური ალბომი Kiss Land გაავრცელა. ორი წლის შემდეგ გამოცემული Beauty Behind the Madness კი მისი პირველი ჩანაწერი გახდა, რომელმაც "ბილბორდის" ჩარტში ლიდერის პოზიცია დაიკავა. 2016 წელს კანადელი შემსრულებლის მორიგი წარმატებული ნამუშევარი Starboy გამოდის. მიმდინარე წლის მარტში კი გაყიდვაში მისი მეოთხე სტუდიური ალბომი After Hours ეშვება. სამი გრემის მფლობელი მუსიკოსის შემოქმედება ალტერნატიული არენბისა და პოპის სინთეზია. არტისტის თქმით, მასზე გავლენა მაიკლ ჯექსონმა, პრინსმა და არ ქელიმ მოახდინეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული