Thumbnail

კაილი ჯენერმა მისი და ტრევის სკოტის ტატუების მნიშვნელობა განმარტა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

23 წლის მილიარდერმა ტელევარსკვლავმა, კაილი ჯენერმა ჰელოუნის მოახლოებასთან დაკავშირებით იუთუბზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის კოსტიუმები შეაფასა, რომლებიც წლების განმავლობაში ამ დღესასწაულზე მოურგია. 2018 წელს მან და მისმა გოგონამ, სთორმიმ ვარდისფერი პეპლები განასახიერეს. კაილიმ ამ ჩაცმულობას 10-დან 10 ქულა მიანიჭა და აღნიშნა, რომ კოსტიუმს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა, რადგან ის მუსიკოს ტრევის სკოტთან ურთიერთობისა და მათი შვილის სიმბოლოა.

ნახეთ: საჩუქარი, რომელიც ქარდი ბიმ კაილი ჯენერისგან დაბადების დღეზე მიიღო

ნახეთ: ქანიე ვესთის უცნობი კლიპი კიმ კარდაშიანისა და კაილი ჯენერის მონაწილეობით

ნახეთ: ტრევის სკოტის უცნობი ტრეკი კაილი ჯენერის ბრენდის Kylie Cosmetics რეკლამაში

"როცა მე და ტრევისმა შეხვედრები დავიწყეთ, პატარა პეპლები ამოვისვირინგეთ. ასე რომ, პეპელა ამ ურთიერთობის და ჩვენი გოგონას, სთორმის სიმბოლოა", - ამბობს ვიდეოში კაილი.

კაილიმ და ტრევისმა ერთნაირი სვირინგები წვივთან, ურთიერთობის დაწყებიდან ორ თვეში გაიკეთეს.

წყვილმა რომანტიკული ურთიერთობა 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყო. 2018 წლის 1 თებერვალს მათ გოგონა შეეძინათ. შარშან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრევისმა და კაილიმ დროებითი პაუზის აღება და დაშორება გადაწყვიტეს. თუმცა, მას შემდეგ ერთად არაერთხელ შენიშნეს. მედიის ვარაუდით, ისინი კვლავ ერთად არიან. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსმა 2018 წელს კაილი ჯენერთან და მის ცნობილ ოჯახთან ურთიერთობას კომპოზიცია Coffee Bean მიუძღვნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული