Thumbnail

ცნობილი ისლანდიური ჯგუფი Sigur Rós ახალ კომპოზიციას Dvergmál ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების მომავალ საორკესტრო სტუდიურ ჩანაწერში Odin’s Raven Magic იქნება წარმოდგენილი, რომელიც 4 დეკემბერს გამოიცემა. ეს პირველი ალბომი იქნება, რომელსაც არტისტები 7-წლიანი პაუზის შემდეგ გამოაქვეყნებენ.

მოუსმინეთ: Sigur Rós-ის ფრონტმენმა, იოუნსიმ ალბომი Shiver გაავრცელა

Odin’s Raven Magic საორკესტრო პროექტია, რომლის პრემიერაც 2002 წელს რეიკიავიკში, ფესტივალზე Reykjavik Arts Festival შედგა. ნაწარმოების სტუდიურ ვერსიაზე კოლექტივმა ისლანდიელ მუსიკოსთან, ჰილმარ იორნ ჰილმარსონთან, გუნდთან Schola Cantorum Reykjavik და პარიზის კონსერვატორიის ორკესტრთან ერთად იმუშავა.

Sigur Rós ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში 1994 წელს შეიქმნა. 1997 წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Von გაავრცელეს. ბენდს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Olsen Olsen და პოპულარული სერიალისთვის "სამეფო კარის თამაშები" შესრულებულმა სიმღერამ The Rains of Castamere მოუტანა. კოლექტივს ამ დრომდე 7 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. არტისტების შემოქმედება პოსტ როკისა და ემბიენთის ნაზავია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული