Thumbnail

ნახეთ: The War on Drugs-მა ახალი კომპოზიცია Ocean Of Darkness შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული ჯგუფი The War on Drugs ჯიმი ფელონის ღამის შოუს ესტუმრა. მუსიკოსებმა გადაცემაში ახალი კომპოზიცია Ocean Of Darkness შეასრულეს. სინგლი კოლექტივის მომავალ ლაივ ალბომში LIVE DRUGS შევა, რომელიც 20 ნოემბერს გამოიცემა.

მოუსმინეთ: The War on Drugs-მა The Rolling Stones-ის Scarlet-ის რემიქსი გაავრცელა

The War on Drugs ფილადელფიაში 2005 წელს დაარსდა. ჯგუფს ამ დრომდე 4 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. ბენდს გრემის პრესტიჟული ჯილდო ერთხელ აქვს მოგებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული